შპს საფეხბურთო კლუბი “რუსთავი”

2015 წელს,  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობის განსახორციელებლად, მოგების მიღების მიზნით შეიქმნა შპს “რუსთავის რუსთავი”. მისი დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტია. 2017 წლიდან ორგანიზაციის სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა საფეხბურთო კლუბი ,,რუსთავი”.

საფეხბურთო კლუბის მიზანი ქალაქის საფეხბურთო გუნდის შექმნა – განვითარება, ასევე, სპორტის ამ სახეობის აღორძინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

 საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • საქართველოს ფეხბურთო ფედერაციის მიერ ჩატარებულ ჩემპიონატებსა და სხვა სახის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება
  • საერთაშორისო ეგიდით გამართულ ტურნირში მონაწილეობის მიღება;
  • საფეხბურთო გუნდის (კლუბის) ჩამოყალიბება;
  • სპორტული და კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების ჩატარება;
  • კვალიფიცირებული ფეხბურთელების მომზადება;
  • ფეხბურთელების გაერთიანება საკლუბო საწყისებზე, მათი პროფესიული ინტერესების დაცვა, ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღება;
  • ფეხბურთის პოპულარიზაცია საფეხბურთო კლუბის წვრთნისა და მომზადების მიზნით;
  • მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა
  • პროფესიული ფეხბურთელთა გუნდებისათვის ღირსეული ცვლის მომზადება;
  • კავშირების დამყარება ქვეყნის და უცხოურ საფეხბურთო კლუბებთან