“რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“
შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“ განკარგავს მუნიციპალურ ტრანსპორტს (ავტობუსები)
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა ხარისხიანი, უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანის უზრუნველყოფა;
- საწარმოს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამართული ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- სატრანსპორტო საშუალებებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა;
- საქალაქთაშორისო და შიდა საქალაქო მარშრუტებზე სამუშაო გრაფიკების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი.
საწარმოს დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით.