შპს „საკალათბურთო კლუბი რუსთავი 1991“
საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ჩემპიონატებსა და სხვა სახის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება;
ბ) საერთაშორისო ეგიდით გამართულ ტურნირში მონაწილეობის მიღება;
გ) საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბება;
დ) სპორტული და კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების ჩატარება;
ე) აგრეთვე ყველა სახის საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს
კანონმდებლობით.
ვ) საზოგადოება თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში – აუციელებელი ლიცენზიებისა და ნებართვების საფუძველზე.
საზოგადოება ხელს უწყობს:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელით, ტურნირებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ);
ბ) კალათბურთის ნაკრები გუნდებისათვის მაღალი კლასის სპორტსმენების/რეზერვების შერჩევას და მათ მომზადებას თანამედროვე სტანდარტების დონეზე;
გ) კალათბურთელებისათვის თანამედროვე სტანდარტების დონეზე სასწავლო–სპორტული პროცესის ორგანიზებას, სპორტსმენთა წვრთნისა და სოციალური პირობების (კვება, სასწავლო–
საწვრთნელი შეკრება, სამედიცინო კონტროლი) შექმნას და სხვა ღონისძიებების გატარებას;