რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრას გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ, სტუმრებს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეფორმების შედეგად, მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე უფრო მეტად […]