ა(ა)იპ "რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ ძირითადი მიზანია რუსთაველი ახალგაზრდების ინტელექტუალური და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნაა. ცენტრის ეგიდით იგეგმება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა. ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და გაღრმავების მიზნით ტარდება ტრენინგ-სემინარები, კონფერენციები, ფესტივალები, გამოფენები, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები. გარდა „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ მიერ დაგეგმილი აქტოვობებში მონაწილეობისა, რუსთაველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ ინიციატივები მათთვის აქტუალურ ნებისმიერ საკითხზე, ცენტრი შესაძლებლობების ფარგლებში, მატერიალური და ადამიანური რესურსით მხარს დაუჭერს განსაკუთრებულად საინტერესო იდეების განხორციელებას.


მიზნები:

  • რუსთაველი ახალგაზრდების ინტელექტუალური, სულიერი, ფიზიკური, კულტურული განვითარების ხელშეწყობა
  • ახალგაზრდული კავშირების ხელშეწყობა/თანამშრომლობა
  • შემეცნებით-გასართობი, შემოქმედებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება
  • საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა/განხორციელება

პროექტები:

"რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის" ინიციატივითა და ორგანიზებით რუსთავში სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება. ცენტრი ასევე, აქტიურადაა ჩართული სპორტულ, გარემოსდაცვით, საქველმოქედო, ეკოლოგიურ და საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილ პროექტებში

ვრცლად 


 

კონტაქტი:

დირექტორი : გიორგი ჯღარკავა

მისამართი:. 3700, რუსთავი, კოსტავას 20

ტელეფონი : 0(341) 22 22 54 ;/5994454123

ელ.ფოსტა: rustaviyouthcentre@yahoo.com

დირექტორის მოადგილე: ხატია ბოჭორიშვილი

ტელეფონი :598292110

 

 

ნავიგაცია