ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

მოქალაქეთა ჩართულობა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და საბჭოს დებულების შესაბამისად.

მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტების, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებების, ინფრასტრუქტურულ-სოციალური პროექტების განხილვისა და აღნიშნულთან დაკავშირებით  წინადადებებისა და რეკომენდაციების  წარდგენა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერისათვის.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.

საბჭოს წევრთა საქმიანობა ნებაყოფლობითია და არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას. საბჭოს სხდომებს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.

მრჩეველთა საბჭოს დებულება 

მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა


მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმი N1

მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმი N2

მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმი N3


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 29 ნოემბრის  Nბ38.382208812 ბრძანებით შეიქმნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო.

საბჭოს ხელმძღვანელობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი. მის შემადგენლობაში შედიან მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დირექტორები, ასევე, შშმ პირები და მათი წარმომადგენლები.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ფუნქციებს და ამოცანებს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, რათა არ მოხდეს ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია. პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის მქონე უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები. წარადგენს რეკომენდაციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით.

საბჭოს დებულება


2023 წლის სამოქმედო გეგმა