ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით შეიძლება წარმოდგენილ იქნას, დაინტერესებული მხარის მიერ წერილობითი განაცხადი დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას. განაცხადი უნდა იქნეს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

  • ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;
  • ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;
  • იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება;
  • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება;
  • მოთხოვნა;
  • გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
  • ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი (სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანება/გადაწყვეტილება) ძალაში შესვლიდან (ოფიციალური წესით გაცნობა, ან გამოქვეყნება) ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ თანანმდებობის პირთან (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან) ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (ბრძანება) გაასაჩივოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლოში მხარისათვის ოფიციალური გაცნობის ან გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (განკარგულება)გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის (დადგენილების) შემთხვევაში-უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

ნავიგაცია