მერების შეთანხმება
2020 წლის ივნისში, რუსთავის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეული 2020 -ის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე – „სუფთა ენერგია, სიმწვანის აღდგენა და ზრდა“ ახალ ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ,,მერების შეთანხმების’’ 2030 წლამდე გახანგრძლივებას და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებების ახალი გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს.
თავდაპირველად, ქალაქი რუსთავი 2011 წლის 2 მაისს შეუერთდა „მერების შეთანხმებას“, რომელიც 2020 წლისათვის CO2-ის მინიმუმ 20 %-მდე შემცირებას ითვალისწინებდა.
„მერების შეთანხმება”, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1500–მდე ქალაქი შეუერთდა, ევროკავშირის ეგიდით მოქმედებს. შეთანხმება გლობალური საფრთხეების, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტს წარმოადგენს. მერების შეთანხმებას 2010 წლის აპრილში შეუერთდა თბილისი. ხოლო რუსთავი აღმოჩნდა მეორე ქალაქი, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას და შეუერთდა ევროკავშირის 2020 წლის საერთო მიზანს, რომელიც ადგილობრივი ტერიტორიების საზღვრებში სათბური გაზების (CO2)-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას ითვალისწინებდა. შეთანხემებით ნაკისრ ვალდებულებები ასევე მოიცავდა მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის მომზადებას, მისი განხოციელების მონიტორინგსა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად ენერგეტიკის დღეების ჩატარებას. აღნიშნული დოკუმენტით გლობალური გამოწვევების დაძლევის პროცესში მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი გამტარებელი ადგილობრივ დონზე სწორედ თვითმმართველობაა და მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა. კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული მარაგის უსაფრთხოებისა და ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ენერგეტიკული წყაროების გამოყენების ზრდა, დაბინძურების კონტროლი, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ეს ის საკითხები იყო, რომელებზეც რუსთავის თვითმმართველობამ 2020 წლამდე CO2 ის ემისიის პრობლემის სწორად გადაჭრისათვის იმუშავა.
“მერების შეთნხმება”
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის „მერების შეთანხმების შესაძლებლობების გაძლიერების მოდელი უკრაინასა და საქართველოსათვის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება #253 – 2015 წლის 26 თებერვალი
“მერების შეთანხმების” სადემონსტრაციო პროექტები
მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის ფარგლებში, რუსთავში განხორციელდა პროექტი – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“.
პროექტის ფარგლებში, რუსთავის #40, #41 და #6 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია განხორციელდა. სამივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები, მეტალო–პლასტმასის ფანჯრები, ენერგოეფექტური ნათურები და ცხელი წყლის მომარაგებისთვის მზის კოლექტორები, ასევე მოხდა ყველა გარე კონსტრუქციის დათბუნება.
პროექტი „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი“ და რუსთავის მერიამ ერთობლივად განახორციელა.
პროექტის დამფინანსებელი იყო ევროკავშირი, თანადამფინანსებელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
პროექტის მთლიანმა ბიუჯეტმა 808 765 ევროს შეადგენა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წილი ამ თანხის 20% იყო.