რუსთავის სპორტის სასახლე ფრენბურთში 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს უმასპინძლებს

რუსთავის სპორტის სასახლე, მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის ემზადება. 11, 12 და 13 ივლისს, ფრენბურთში 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები რუსთავში გაიმართება.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ნაკრების წევრებსა  და ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სპორტის სასახლეში შეხვდა. ქალაქის მერმა ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

,,რუსთავში, ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გაიმართება.  ეს ძალიან დიდი სპორტული მოვლენაა, რასაც ჩვენი ქალაქი და სპორტის სასახლე მასპინძლობს. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს ნაკრებმა, რუსთავის სპორტის სასახლეში ვარჯიში უკვე დაიწყო. შესარჩევი ტურის შეხვედრებს რუსთავში ლუქსენბურგის, ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები გამართავენ.

,,ვემზადებით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის. ტურნირი 22 წლამდელებში ტარდება. რუსთავის სპორტის სასახლის ინფრასტრუქტურით ძალიან კმაყოფილები ვართ და ჩვენი  გუნდი კარგ მზადებას გადის“, – განაცხადა  საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე გასვიანმა.

 

წინა რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე „ოქსიგენ ფესტი“ სლოგანით – „ჩაისუნთქე ისტორია“ ჩატარდა