ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის  სამსახური  

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ლაშა ბუსხრიკიძე

ელ.ფოსტა: lasha.social@gmail.com 


სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკუთარი დებულებით. კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მათი განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, შეფასება და მიღება-ჩაბარება;
  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებისა და  შეღავათების გაწევა დამტკიცებული სოციალური პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
  • დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
  • უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან;
  • სამსახურის საქმიანობის სფეროში მოქმედი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
  • საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება

ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის  სამსახურის სტრუქტურა

პროგრამები