პროგრამები

HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების (ჰერცეპტინი) დაფინანსების პროგრამა

ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ფორმის ან HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისთვის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, მათ შორის, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი

ქვეპროგრამით მოსარგებლეს მოთხოვნილი მედიკამენტის ღირებულება უფინანსდება ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ თანადაფინანსების პრინციპით:

ა) HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს ადრეული კიბოს დიაგნოზის ან რადიკალური ოპერაციის შემდგომ განვითარებული რეციდივის შემთხვევაში – პრეპარატი ტრასტუზუმაბი (ჰერცეპტინი) ერთწლიანი კურსის მოცულობით (არაუმეტეს 18 ინფუზია) დაფინანსებისას დარჩენილი თანხიდან ყოველ ჯერზე არაუმეტეს 400.00 ლარის ოდენობით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

ბ) HER-2 რეცეპტორ-დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში, ტრასტუზუმაბი+პერტუზუმაბი/ფესგოსა და ტრასტუზუმაბის (ჰერცეპტინი) ერთწლიანი კურსის მოცულობით (არაუმეტეს 18 ინფუზია) დაფინანსებისას დარჩენილი თანხიდან ყოველ ჯერზე არაუმეტეს 400.00 ლარის ოდენობით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

გამონაკლისის სახით, ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის’’ ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო წლის მანძილზე, არაუმეტეს 18 ინფუზიის დაფინანსებას, თითოეულის შემთხვევაში, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით.


შინ მოვლის თანადაფინანსების პროგრამა

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული  სრულწლოვანი მოქალაქეები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირები, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ-ქალაქი რუსთავი.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარის საექიმო და საექთნო მომსახურებას, პერსონალურ მოვლას და საყოფაცხოვრებო დახმარებას.

ქვეპროგრამის ფარგლებში, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდება არაუმეტეს 100 ბენეფიციარი.

ბართელის ინდექსის მიხედვით, მომსახურება ფინანსდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) I კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 660 ლარი;

ბ) II კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 540 ლარი:

გ) III კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 360 ლარი.


სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა

ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი. (ვრცელდება სამივე საფეხურის სტუდენტზე).

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ბაკალავრის დაფინანსება:

  • 81 დან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
  • 90 დან 95 მდე ქულის მქონე სტდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით;
  • 95 დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით;

სტუდენტს უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა. პროგრამა ითვალისწინებს სწავლის დაფინანსებას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით.  თანხის ასათვისებლად ყოველი შემდეგი მომართვისას, კი სემესტრის საშუალო აკადემიური ქულა საჭიროა იყოს გაუმჯობესებული, რათა იძლეოდეს დამატებითი თანხის ათვისების შესაძლებლობას ლიმიტის ფარგლებში.

მაგისტრის და დოქტორის დაფინანსება:

85 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში);


სტუდენტთა სოციალური დახმარება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფინანსებას თვეში არაუმეტეს 60 ლარის ოდენობით, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.

კატეგორიები:

სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტზე  და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია;

სტუდენტს აქვს 100%-იანი გრანტი და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია;

შშმპ სტატუსის მქონე სტუდენტი;

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისება

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეები. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.
პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.


ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა არის ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა სოციალიზაციის პროცესში.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პირი რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი (აქტიური) შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ;

ბ) პირი რომელიც შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ ცნობილი იქნა დაზარალებულად და ამასთანავე, ფლობს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ჩადენილი დანაშაული;

გ) მსხვერპლი, რომელიც ფლობს თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს (ხელშეკრულება და სხვა); დ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე პირი, რომელსაც განცხადებით მომართვისას, ასევე მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან/და ძალადობის ფაქტის დადგომის მომენტში უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია.

გამონაკლისს წარმოადგენს: ა) მსხვერპლი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადებით მომართვამდე არაუგვიანეს 6 თვისა; ბ) პირი რომელსაც აქვს სასამართლოს ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება მსხვერპლის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მოძალადე ცნობილი იქნა დამნაშავედ და გადაწყვეტილების გამოტანიდან არ არის გასული 6 (ექვსი) თვე.

დაფინანსება გაიცემა ძალადობის მსხვერპლ პირზე ერთჯერადად, წელიწადში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.


მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და  ესაჭიროებათ ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კარდიოქირურგიული და გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, კომპიუტერული გამოკვლევები 0-70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ-ქალაქი რუსთავი.


მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). დევნილებს მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილეების, 0-18 წლის ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვებისა და მოზარდების (სარეიტინგო ქულა 70 001 დან-150 000 ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსება და დიაბეტით დაავადებული  0-18 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სახელმწიფო პროგრამის ზევით გლუკომეტრების შესაბამისი ტესტ-ჩხირებით უზრუნველყოფა.


აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) აუტიზმის მქონე ბავშვების (შემდგომში – ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, მოტორული, სოციალური განვითარების  და კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის ( ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობის ჯგუფის  (F84.0-F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ბავშვები, ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გათვალისწინებულია თვეში არაუმეტეს 17 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 17 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.  სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია  განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. ასევე, თუ პროგრამით მოსარგებლე პირის მშობელს აქვს 2-წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით მოსარგებლე პირს  უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.


გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული (განცხადების მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში) გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის  და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (შემდგომში ბენეფიციარი) საზოგადოების ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების ხელშეწყობა.

ქვეპროგრამით მოსარგებლე კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის  და დაუნის სინდრომის  (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები – R62, G80, Q90) მქონე ბავშვები (შემდგომში ბენეფიციარი).  R62-ის შემთხვევაში ასაკი განისაზღვრება 0 დან 15 წლამდე, ხოლო G80 და Q90-ის შემთხვევაში 0-დან 18 წლამდე. ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვს ICD 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი-R62 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით (თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს არაუმეტეს 189.00 ლარს), ხოლო ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვს ICD 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი- G80, Q90 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 1000.00 ლარის ოდენობით.

G80 დ Q90-ის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურებას. სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).  გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.


დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა

აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების მატერიალური დახმარების გაწევა. თანხის ოდენობა შეადგენს 80 ლარს. მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ).

გამონაკლისი ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ მონაცემთა ბოლო თვის ბაზის მიხედვით ირიცხებიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დევნილის სტატუსით.


მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ოთხ ლოკაციაზე არსებული უფასო სასადილოების ქსელის საშუალებით. უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობას/არსებული შემადგენლობის განახლებას უზრუნველყოფს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, ნუტრიციოლოგის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე.


სარიტუალო მომსახურებები

პროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრების, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი/ები-ს წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას.

სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 300,00 ლარი. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მიზნობრივი ტრანსფერი.
იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის)ხარჯების დასაფარად, გამოიყოფა გარდაცვლილზე 200,00 ლარი, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯებისთვის გარდაცვლილზე 400,00 ლარი.


შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება.


სოციალურად დაუცველ პირთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.


ვეტერანთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ სსიპ – ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსის) ან/და მათთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.


სსიპ-იებისა და ააიპ-ების თანამშრომელთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების თანამშრომლები:

  • რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • ა(ა)იპ – ,,ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება;
  • ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა“;
  • ა(ა)იპ – ,,გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“;
  • ა(ა)იპ – ,,რუსთავის ისტორიული მუზეუმი“;
  • ა(ა)იპ ,,ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“;
  • ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“;
  • ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი“;
  • ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“;
  • ა(ა)იპ ,,რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, პირს უნდა ჰქონდეს ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.


შშმ პირთა  შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.


სტუდენტთა შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.


ომის ვეტერანთა კომუნალური მომსახურების დაფარვა

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რუსთავში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ):

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები;

ბ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების;

გ) 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები.

პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას წლიურად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.


უხუცეს მოქალაქეთა დახმარება

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გათვალისწინებულია თითოეული ბენეფიციარის დახმარება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.


რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების კომუნალური გადასახადის დაფარვა

ქვეპროგრამის მოსარგებლე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი და განმცხადებლისთვის 2-წლიანი რეგისტრაცია.

ამ პროგრამის მიზნებისთვის, რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს. პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას, ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. გათვალისწინებულია სავარაუდოდ 18 ოჯახის დახმარება.

გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.


მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადები მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი.

მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წლამდე ასაკის შვილების რაოდენობის გათვალისწინებით თითოეულზე 35 ლარის ოდენობით.


დიდი სამამულო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მიიღებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირები მიიღებენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ყოველი წლის 9 მაისს.

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.


საბრძოლო ოპერაციებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების მატერიალური დახმარება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებისას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, რომლებიც ქალაქ რუსთავში ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

პროგრამა ითვალისწინებს თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის 500 ლარის ოდენობის დახმარებას. პროგრამით გათვალისწინებულია 12 (თორმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება. დახმარება გაიცემა არაუმეტეს  ყოველი წლის 8 აგვისტოს. ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) 150 ლარის ოდენობით.

პროგრამა გათვლილია 51 ბენეფიციარზე და დახმარება გაიცემა არაუმეტეს 27 სექტემბრისა.

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.


შშმ პირთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირები განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა, ასევე 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებს და რომელთაც სტატუსი მიენიჭათ სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის მიერ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო და ამასთან, დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლის შემდგომ, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს 480 ლარის ოდენობით ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გადასახადებში ხელშეწყობას, საიდანაც 240 ლარის ოდენობით იფარება ელექტროენერგიის გადასახადი და 240 ლარით ბუნებრივი აირის გადასახადი.

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.


შშმ ტოტალურ უსინათლოთა გამცილებელი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომლებსაც გამცილებლის მეშვეობით, ესაჭიროებათ გადაადგილება  სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და სახელმწიფო დაწესებულებებში.

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.


სოციალური დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო დღეებში  (დედის დღე – 3 მარტი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – 1 ივნისი,  შობა-ახალ წელი) სხვადასხვა ნივთითა და ტკბილეულით მრავალშვილიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს), დღის ცენტრებისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარების, ააიპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“ ბენეფიციარების,  ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე“-ს ბენეფიციარების, ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების. 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახების (მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახების (რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) დასაჩუქრებას.

ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ დიდი სამამულო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირებიც, რომლებსაც საჩუქრები გადაეცემათ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით.


სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა

ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფულადი დახმარებას თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 1200,00 ლარის ოდენობით. დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას, ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას და ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად თანხის გამოყოფას.


ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა

ქვეპროგრამა განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების ღონისძიებას.

ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება და გაძლიერება, მათთვის საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებით. სოციალური დახმარების პროცესი მოიცავს, უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამოვლენას, შეფასებას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა (საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით) და საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების განხორციელებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით.