რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

რუსთავის მერი ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით, ბოლნისში გაიმართა.

ნინო ლაცაბიძემ სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმის მიზანი ახალგაზრდებს, ადგილობრივი თვითმართველობისა და სამოქალაქო საზოგადობის წევრებს შორის დიალოგის ხელშეწყობა იყო, რაც უზუმველყოფს ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესში ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებას.

ფორუმზე, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ინიციატივის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია წარადგინეს.

ღონისძიება პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (EVAWGG) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

 

 

წინა რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს მეორედ წარუდგინა