ნინო ლაცაბიძე: რუსთაველებისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია და იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება

იაღლუჯის მთის ფერდობზე, ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრის მიზნით, მიწების სარეგისტრაციო პროცესი იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდეს. „დღეს მართლაც, რომ ისტორიული დღეა, ჩვენ შევხვდით რუსთავის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს. იაღლუჯის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში დავიწყებთ სარეგისტრაციო პროცესს. 12 […]

7-15 ნოემბერს, რუსთავის თეატრი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

7-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 7 ნოემბერს, 20:00 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სპექტაკლით „ქალები 30+“გაიხსნება. ფესტივალი რუსთავში, წელს მეხუთედ ტარდება. ცხრა დღის განმავლობაში, რუსთავის თეატრი 10 თეატრალურ დასს უმასპინძლებს,   ფესტივალის გამარჯვებულებს სპეციაური ჟიური გამოავლენს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსიც. მონაწილეები კომედიური […]

რუსთავში, შპს „სანიტარის“ სკრინინგის განცხადების შესახებ 

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის (ქ. რუსთავში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება (სეგრეგაცია, მასერაცია, კომპოსტირება, ბრიკეტირება)) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის საჭიროების დადგენის მიზნით შპს „სანიტარის“ მიერ ა/წ 21 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური […]

რუსთავში გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი სრულდება. ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ – გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და დღეისათვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს წევრებთან და […]

რუსთავში, შპს ,,ჯი სი ელის” ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების დროებითი შენახვის (დასაწყობება) და დამუშავების საწარმოს პროექტის საჯარო განხილვის შესახებ

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების დროებითი შენახვა და აღდგენა (აღდგენის ოპერაცია – R12. R13, R4) დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,ჯი სი ელ” დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2026 წლის 30 ოქტომბერი, 12:00 საათი, რუსთავის […]

რუსთავში მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელებს რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-მ წყალმომარაგების 2.1 კმ-ის და წყალარინების 5 კმ-მდე სიგრძის ქსელი განაახლა. მოეწყო 6 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 21 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ. […]

რუსთავში კიდევ ერთი ახალი სპორტული და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

რუსთავში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონში, N6ა საცხოვრებელ კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი განახლდება და დასასვენებელი სივრცეც მოეწყობა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კარლო ნოდიასთან, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ბაღუასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შიდასაუბნო სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები გააცნო. „კიდევ ერთი პროექტი გავაცანით მოსახლეობას და […]