19 ივლისს, 21:00 საათზე, რუსთავის პარკში, კონცერტი სახელწოდებით ,,ქართლი სიმღერა რუსთავს” გაიმართება

19 ივლისი, 21:00 საათი! ❤️🇬🇪
ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” მორიგი ერთობლივი კონცერტით რუსთავს ესტუმრება!
გაერთიანებული პროგრამით, რუსთაველი მსმენელის წინაშე, ხუთი ყველასათვის კარგად ნაცნობი ქართული ანსამბლი წარდგება:
,,ფორტე”
,,ქართული ხმები”
,,შვიდკაცა”
,,ალილო”
,,თეატრალურის კვარტეტი”
🎙️კონცერტი სახელწოდებით ,,ქართული სიმღერა რუსთავს”, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტის – ,,ქართული სიმღერა რეგიონებს” ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, საქართველოს ქალაქები და კუთხეები ქართული ქალაქური სიმღერის ჟანრის კულტურას აზიაროს, ხელი შეუწყოს ჟანრის პოპულარიზაციას და მის განვითარებას.
🎼ერთობლივი საკონცერტო პროგრამის ფარგლებში, ხუთი ანსამბლისგან შემდგარი გაერთიანება მსმენელის წინაშე წარდგება ქალაქური სიმღერის ცნობილი ჰიტებითა და უახლესი მუსიკალური ნამუშევრებით.
შევხვდებით რუსთავის პარკში!❤️
19 ივლისი, 21:00 საათი!
🎼კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია
კონცერტის მხარდამჭერები:
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
რუსთავის მერია
წინა ათასობით რუსთაველის პრობლემა გადაწყვეტილია, რუსთაველები თბილისის მიმართულებით კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ – ნინო ლაცაბიძე