რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბნის – რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპის პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად წარადგინა. „ჩვენ დღეს ვხედავთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებას, უახლოეს პერიოდში ვიწყებთ […]