ნინო ლაცაბიძე – სწორედ ამ მძიმე დღეს, რუსთავში ოპოზიციურმა საკრებულომ გამართა პოლიტიკური სპექტაკლი ფოტო-გამოფენის თანხლებით და პარლამენტარ ბექა ლილუაშვილის მონაწილეობით

რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე, რუსთავის მერიას ულტიმატუმი წაუყენა. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, რომელიც ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა იყო, საკრებულომ ბიუროს სხდომაზე განიხილა და მოიწონა, თუმცა ულტიმატუმი წამოაყენეს და საბიუჯეტო ცვლილების განხილვაზე უარი განაცხადეს თუ საკრებულოში მერი ან მერის მოადგილე არ გადავიდოდა. რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, ბიუჯეტის განხილვის ნაცვლად, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრის და პარლამენტარ […]

რუსთავის ცენტრალური პარკის ტბაზე თევზჭერის ფესტივალი ტარდება

რუსთავში, საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“, ამჯერად თევზჭერის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც რუსთავის მერიის, ,,ოქსიგენისა“ და საქართველოს თევზჭერის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ,,რუსთავში თევზჭერის ფესტივალი იმართება, პირველი დღე დაეთმო სპორტული თევზჭერის მიმართულებას, მეორე დღეს კი უფრო ოჯახური გარემო იქნება, ალბათ ბევრი რუსთაველი მოვა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ამ უნიკალურ ტბაზე რუსთაველებს ექნებათ შესაძლებლობა დაიჭირონ თევზი, გაერთონ და განიტვირთონ. ძალიან […]

რუსთავში ვეტერანთა დღე აღინიშნა

რუსთავში, ვეტერანთა დღის აღსანიშნავად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანები, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. რუსთავის მერის მოადგილე კახა გურულმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, ვეტერანების საქმეთა ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა და რუსთაველმა ვეტერანებმა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას. საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ტარდება

6-7 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ტარდება. ღონისძიებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო […]

რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

რუსთავის წყალმომარაგების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას 30 მილიონი ლარი მოხმარდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღევანდელ სხდომაზე რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად “Rustavi Water”-ს მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმა-გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე კომპანიამ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. სემეკში, დღეს გამართულ განხილვას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, […]

ნინო ლაცაბიძე – ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობა, რუსთაველებს ეფექტიანად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქში მოქმედი მსხვილი საწარმოების წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ სამუშაო შეხვედრა გამართა. „მოდუსის“ სტუმრები სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ და კოლეჯში არსებული სახელოსნოები დაათვალიერეს, რის შემდეგაც დირექტორმა ნინო ქავთარაძემ სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესსა და პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და […]

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მესამე ეტაპი დაიწყო. პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს. პროექტის მონაწილე სტუდენტებს, დღეს ნინო ლაცაბიძე შეხვდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი 15 სტუდენტი ონლაინ რეგისტრაციით შეირჩა. რუსთაველი ახალგაზრდები მერიის სამსახურების მუშაობას ეტაპობრივად გაეცნობიან.  

რუსთავში პირველი ღია საგამოფენო სივრცე გაიხსნა

რუსთავში პირველად, თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე, რუსთაველი მხატვრებისა და სკულპტორების გამოფენით გაიხსნა. სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის შექმნილი რეკრეაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ,,რუსთავში გავხსენით კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ღია საგამოფენო სივრცის ფუნქციას შეითავსებს. ეს სივრცე იქნება ახალი შესაძლებლობა ხელოვანი ადამიანებისთვის გაგვიზიარონ საკუთარი ნამუშევრები. ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ […]

ნინო ლაცაბიძე – ნიჩბოსნობას რუსთავში ძალიან დიდი ისტორია აქვს და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ

რუსთავის კულტურის და დასვენების პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე 1 და 2 ოქტომბერს, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა 2003-2008 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე სპორტსმენმა, საქართველოს შვიდი ქალაქიდან მიიღო. ორდღიან პირველობაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რუსთაველმა ალექსანდრე წივწივაძემ სანახაობრივი გაცურვით გახსნა. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, სპორტსმენები და მათი […]