რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 12 წლამდელთა გუნდს ელიტ ლიგის მოგება მიულოცა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 12 წლამდელთა გუნდს შეხვდა და ელიტ ლიგის ჩემპიონობა მიულოცა. ქალაქის მერმა პატარა ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს, სპეციალურ სიგელებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და აღნიშნა, რომ რუსთავის მერია მომავალ წელსაც დააფინანსებს გუნდის ევროპულ ტურნეს. მოგვიანებით, რუსთავის მერი სპორტსმენებს საშობაო ქალაქში გაუმასპინძლდა […]