რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 12 წლამდელთა გუნდს შეხვდა და ელიტ ლიგის ჩემპიონობა მიულოცა.
ქალაქის მერმა პატარა ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს, სპეციალურ სიგელებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და აღნიშნა, რომ რუსთავის მერია მომავალ წელსაც დააფინანსებს გუნდის ევროპულ ტურნეს.
მოგვიანებით, რუსთავის მერი სპორტსმენებს საშობაო ქალაქში გაუმასპინძლდა და მოედანზე მოწყობილ კინოსივრცეში, მათთან ერთად უყურა გუნდზე გადაღებულ ვიდეოკლიპს.
ელიტ ლიგის ფინალურ შეხვედრაში, რუსთავის გუნდმა ,,ზესტაფონი’’ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ელიტ ლიგის ჩემპიონი.
რუსთაველმა ფეხბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს გასულ წელსაც და სამი პრესტიჟული ტურნირი (Ateitis CUP 2022 Batumi, ბენდელას თასი, ელიტ ლიგა) მოიგეს.