31 დეკემბერს, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 31 დეკემბრის ღამეს, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება. „ათი წლის შემდეგ, მთავარ მოედანზე რუსთაველები ყველა ერთად შევხვდებით ახალ წელს. გაიმართება სადღესასწაულო გალა-კონცერტი, ეს არის პრემიერის ძალიან დიდი საჩუქარი რუსთავისთვის. ქალაქში უკვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. ვეპატიჟებით […]