ნინო ლაცაბიძე – მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ, ყოველ წელს ვარ ამაყი და ბედნიერი, ამავე დროს იმედიანი, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს აუცილებლად გააგრძელებს

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის სივრცეში, ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 2024 სასწავლო წლის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალურ სიგელები გადასცა. მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება, რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მესამედ იმართება. ,,მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ, ყოველ წელს ვარ ამაყი და ბედნიერი, ამავე დროს იმედიანი, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ […]

ნინო ლაცაბიძე – დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს

რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 2024-ის საზეიმო დახურვის ღონისძიება გაიმართა. სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღდგა და წელს პირველად გაიმართა. რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, ის კომპოზიციები და სკულპტურები იყო განთავსებული, რომლებსაც წელს უცხოელი და ქართველი ხელოვანები, 20 დღის განმავლობაში ექსკლუზიურად ქალაქისთვის ქმნიდნენ. ღონისძიება რუსთავის მერმა გახსნა.  ნინო ლაცაბიძემ სიმპოზიუმის მონაწილეებს […]