რუსთავში „ქართული დღეები” ტარდება

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. ქალაქის მთავარი მოედანი, ქართული ფოლკლორის საღამოებს 24 ოქტომბრამდე დაეთმობა. პროექტის ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის გახსნაც იგეგმება, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. როგორც რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია ფოცხვერაშვილმა განაცხადა, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განთავსდება ექსკლუზიურად […]

ნინო ლაცაბიძე – ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავში 450 სპორტსმენსა და მწვრთნელს გადავეცით უმაღლესი ხარისხის სპორტული ეკიპირება

რუსთავის მერიამ, წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა. დღეიდან, რუსთაველი სპორტსმენები ყველა საერთაშორისო, საქალაქო ტურნირსა და ჩემპიონატზე, ქალაქის ბრენდინგით გაფორმებული, მაღალი ხარისხის სამოსით წარდგებიან. ექსკლუზიურად შექმნილი სპორტული სამოსი, წარმატებულ სპორტსმენებსა და სპორტის განვითარების ცენტრის ყველა მწვრთნელ-მასწავლებელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ქალაქის მერმა მათ სპორტულ კარიერაში შემდგომი წარმატებები უსურვა და რუსთავის სპორტის განვითარების ხელშეწყობის […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არცერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას

რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მუზეუმი რუსთავის მერიის ინიციატივით სპორტის განვითარების ცენტრის რეფორმის ფარგლებში გაიხსნა. ,,საქართველოს მთავრობას ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, დღეს მერიის გუნდმა, ახალ სპორტის სასახლეში ჩვენს სპორტსმენებთან და პარლამენტარებთან ერთად […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავის კიდევ უფრო მეტად განვითარება არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამ მიმართულებით, ჩვენს გუნდს ახალი სტრატეგია და გეგმები აქვს

რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების“ ფორუმი გამართა. ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სპორტის სასახლეში მოწყობილ სივრცეში, „რუსთავის კორპუსის” მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების საპრეზენტაციო ბანერები და პავილიონები მოეწყო. რუსთავში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარე რეფორმები და კორპუსების განვითარების ახალი კონცეფცია ფორუმის მონაწილეებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. ღონისძიებას, რუსთავის […]

7 ოქტომბერს, რუსთავის პარკში, მუსიკალური ღონისძიება ,,ღამის სერენადები” გაიმართება

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთავის ცენტრალური პარკის ამფითეატრში, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით – ,,ღამის სერენადები” გაიმართება. კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. დასწრება თავისუფალია

რუსთავში, ყველა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე არეალების შექმნას – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, აფხაზეთის ახალ ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან დასრულდა, გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, 40 ძირი არყის ხე დაირგო. გამწვანების აქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, ახალგაზრდებთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ,,რუსთავში, ყველა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ […]

ნინო ლაცაბიძე – ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით შეძენილი ახალი ტექნიკის გამოყენებით, ჩვენი შრომა უფრო ეფექტური, ჩვენი ქალაქი, კი უფრო სუფთა და მოწესრიგებული გახდება

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, რუსთავის მერიამ, ქალაქის მოვლა- პატრონობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეიძინა და ,,რუსთავსერვის ცენტრის” ტექნოპარკი განაახლა. ახალი ტექნიკის პრეზენტაციას, რომელიც მე-7 მე-8 მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ გზაზე მოეწყო, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ. ,,გვქონდა პრეზენტაცია […]

შპს „ვივაცემენტის“ საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „ვივაცემენტის“ მიერ ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი   დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ვივაცემენტი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:  […]