რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. თოდრიას ქუჩის მოედნიდან, კაპანაძის ქუჩამდე 13 000 მ2 ფართობზე, ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად აგრძელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის თითოეული რუსთაველისთვის. სწორედ, […]