რუსთავში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ორს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან, რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და მოადგილე კახა გურულთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. ,,საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიხარია, რომ ქვეყნის მასშტაბით […]