რუსთავში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, კომპანია GWP-ი აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP-ი რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს. სამუშაოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ხორციელდება, რომელიც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში, წყალმომარაგების გაუმჯობესების […]