რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს შშმ პირებთან ქცევის სტანდარტების ტრენინგი ჩაუტარდათ

რუსთავის მერია, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომელთა ტრენინგების კურსს აგრძელებს. ,,შშმ პირებთან ქცევის და სტანდარტების ეთიკის” ტრენინგი, დღეისათვის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის უკვე 120-მა მძღოლმა გაიარა. ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, მათ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილმა და მუნიციპალური ტრანსპორტის საწარმოს დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა გადასცეს. ტრენინგი, რუსთავის მერიამ, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია […]