რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და სრული მოდერნიზების პროექტები გრძელდება. 2024 წელს დაგეგმილი 82 ლიფტიდან, 60 უკვე სრულად მოდერნიზებულია. ამ ეტაპზე, სამუშაოები 22 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. მე-7 მიკრორაიონის N27 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის” და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ […]