რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარი, წელს რუსთავის ბაგა-ბაღების 6 ათასამდე აღსაზრდელმა მიიღო. ქალაქის ოცდასამივე საბავშვო ბაღში, ახალი წლის დადგომამდე, საზეიმოდ აანთეს ნაძვის ხე და სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა. საახალწლო ღონისძიებას, რუსთავის რამდენიმე ბაგა-ბაღში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო. ,,რუსთავში უკვე მესამე წელია, რაც ჩვენს პატარებს საახალწლოდ საჩუქრებს გადავცემთ, ნაძვის ხის […]