რუსთავში, ოქსიგენ ფესტი ჯგუფ REGGAEON-ისა და MURO-ს კონცერტით დასრულდა

რუსთავში, „ოქსიგენ ფესტის“ (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები, ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტითა და „MURO“-ს პერფორმანსით დასრულდა. ფესტივალი 1 ივნისს ,,ფიშ ფესტით’’ გაიხსნა. ,,Oxsygen Fest”-ის სივრცე ტრადიციულად, რუსთავის პარკში, ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბის პირზე იყო მოწყობილი. საფესტივალო სივრცე ,,ფიშ ფესტის” პარალელურად, ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებსაც მასპინძლობდა. მთავარი მუსიკალური დღეები, კი დანიურმა ჯგუფმა Outlandish – […]

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ანდრეას კიფერს ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, რუსთავში იმყოფებოდა. ანდრეას კიფერს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა, მოგვიანებით, კი ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. ნინო ლაცაბიძემ, ანდრეას კიფერს, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ქალაქის განვითარების ახალი ხედვა და გეგმები გააცნო. შეხვედრას რუსთავის მერის […]

ნინო ლაცაბიძე – მიხარია, რომ როგორც საფესტივალო მიმართულება, ასევე რუსთავის კულტურული განვითარება აქტიურად გრძელდება და „ოქსიგენი“ ამის ნათელი მაგალითია

,,ოქსიგენ ფესტის” (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები  დანიური ჯგუფის Outlandish – ის და KORDZ-ის კონცერტით დაიწყო. დღეს, საღამოს, კი საფესტივალო სივრცე, სტეფანესა და ,,შერეკილების’’ კონცერტით უმასპინძლებს სტუმრებს. 7 ივლისს ოქსიგენს ჯგუფი ,,რეგიონი” და ,,MURO” დახურავენ. ,,ჩვენი გუნდი დიდი ხანია ვამბობთ, რომ რუსთავს საფესტივალო ქალაქად ჩამოყალიბების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ,,ოქსიგენი” სწორედ ამის დასტურია. უკვე მესამე […]

ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაცია მოსახლეობის მოთხოვნა იყო და მიხარია, რომ გუნდის მხრიდან დადებული პირობა შევასრულეთ – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. 11 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო გზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით დღემდე არ არსებობდა, ასფალტის საფარი დაიგო და მოსახლეობას დღეიდან უკვე მუნიციპალური ტრანსპორტით სრულყოფილად სარგებლობის საშუალებაც ექნება. ახლადრეაბილიტირებული ქუჩა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა გახსნეს. ,,სარეაბილიტაციო სამუშაოები გამწვანების აქციით […]

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ქუჩაზე ეწყობა, რომლის ფარგლებშიც, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ გზაზე, ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო. პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მასშტაბური პროექტი ერთდროულად […]

5, 6 და 7 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენ ფესტი გაიმართება

5 ივლისი 16:00 საათი – გაიხსნება საფესტივალო სივრცე, მოეწყობა კვების და ლუდის სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 22:00 საათი – კონცერტი შემსრულებლები: Outlandish და KORDZ 6 ივლისი 16:00 საათი – გაიხსნება საფესტივალო სივრცე, მოეწყობა კვების და ლუდის სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 22:00 საათი – კონცერტი შემსრულებლები:  სტეფანე და ჯგუფი ,,შერეკილები’’ 7 ივლისი 16:00 საათი […]

ნინო ლაცაბიძე – მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ, ყოველ წელს ვარ ამაყი და ბედნიერი, ამავე დროს იმედიანი, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს აუცილებლად გააგრძელებს

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის სივრცეში, ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 2024 სასწავლო წლის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალურ სიგელები გადასცა. მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება, რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მესამედ იმართება. ,,მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ, ყოველ წელს ვარ ამაყი და ბედნიერი, ამავე დროს იმედიანი, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ […]

ნინო ლაცაბიძე – დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს

რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 2024-ის საზეიმო დახურვის ღონისძიება გაიმართა. სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღდგა და წელს პირველად გაიმართა. რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, ის კომპოზიციები და სკულპტურები იყო განთავსებული, რომლებსაც წელს უცხოელი და ქართველი ხელოვანები, 20 დღის განმავლობაში ექსკლუზიურად ქალაქისთვის ქმნიდნენ. ღონისძიება რუსთავის მერმა გახსნა.  ნინო ლაცაბიძემ სიმპოზიუმის მონაწილეებს […]

რუსთავის ცენტრალურ პარკში, საქართველო-ესპანეთის მატჩის ტრანსლაცია გაიმართება

30 ივნისს, 23:00 საათიდან, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ოქსიგენფესტის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ საფეხბურთო სივრცეში, საქართველო-ესპანეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! #EURO2024 #ოქსიგენფესტი Oxygen / Fest Space Rustavi