რუსთავის მერია, მეგობრობის გამზირზე არსებული ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს, რითაც მოსახლეობისთვის მიცემულ კიდევ ერთ დაპირებას ასრულებს. მწვანე სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები, რუსთაველებს ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა გააცნეს. პროექტის თანახმად, 4300 კვ/მ ტერიტორიაზე, ახალი საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცე, დასასვენებელი ზონები და შადრევანი მოეწყობა. ,,ჩვენი გუნდი ვასრულებთ მოსახლეობისთვის მიცემულ […]
რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 14 ქანდაკებიდან ერთ-ერთი სკულპტურა, ქალაქის ახლადრეაბილიტირებული ცენტრალური ხიდის დასაწყისში, ღია საგამოფენო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. ქანდაკება, სახელწოდებით – ,,ცეკვა ქართან ერთად”, ბულგარელი სკულპტორის – ზდრავკო ზდრავკოვის ნამუშევარია. ქანდაკების მონტაჟის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. ,,წელს ჩვენმა გუნდმა რუსთავის ძალიან ლამაზი […]
რუსთავში, მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს. პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გააცნეს. ,,მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობას ვიწყებთ. პროექტი, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი […]
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში, კონცერტით დასრულდა. რუსთავის პარკში, მაყურებლის წინაშე Tika Balanchine & New One წარდგნენ. კონცერტის მიმდინარეობისას, სცენაზე ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსთაველი სპორტსმენი ლაშა გურული და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი მიიწვიეს. რუსთაველ ოლიმპიელებს, რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო 10 000 -10 000 ლარი გადასცა. […]
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის სპორტის სასახლეში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ,,ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” გაიმართა. ღონისძიებაში სტუდენტები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, თბილისის საკრებულოს […]