რუსთავში, კიდევ ერთი ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. ვაჟა ფშაველას სახელობის ქუჩაზე, ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სპორტული ზონა და საბავშვო ატრაქციონები მოეწყო. ახალი შიდასაუბნო სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაათვალიერა. ,,რუსთავში 2025 წელს […]