ნინო ლაცაბიძე : „მართე შენი ქალაქის“ მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურში უკვე 30 დასაქმდა

რუსთავის მერიამ სტუდენტური პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი” ახალი ეტაპი დაიწყო. ახალგაზრდების დასაქმებისა და მუნიციპალიტეტის მუშაობაში მათი  ჩართვის მიზნით, რუსთავის მერის ინიციატივით, პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც ხორციელდება. ,,მართე შენი ქალაქის“ მერვე ეტაპის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.  ქალაქის მერმა ახალგაზრდებს  მუნიციპალიტეტში განხორციელებული,  მიმდინარე რეფორმები და […]

რუსთავში ,,ყვავილების ფესტივალი“ და ქართული სიმღერის საღამო გაიმართა

რუსთავის მერიის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, „ყვავილების ფესტივალი“ და ქართული სიმღერის საღამო გაიმართა. ,,ყვავილების ფესტივალის” ფარგლებში, ცენტრალურ პარკში, ტბის პირზე ყვავილების გამოფენა მოეწყო, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა მოყვარული ფლორისტებისთვის მცენარეების გადარგვის მასტერკლასი ჩაატარეს, გაზაფხულის თემატიკაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში, პარკში, პატარებისთვის საბავშვო-გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. ,,რუსთავის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ […]