რუსთავის მერიამ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი სარდალაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა

რუსთავის მერიამ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი სარდალაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა. რუსთაველ ძიუდოისტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან ერთად, მონტენეგროში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილს, სპორტის მუზეუმში შეხვდნენ. ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლის მფლობელ ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენს, […]

რუსთავის ფესტივალი „ქართული“ საზეიმო კონცერტითა და ანსამბლ „სალხინოს“ ვარსკვლავის გახსნით დაიწყო

რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” ანსამბლ ,,სალხინოსა” და ,,კახაბერის და ხანუმების” ორსაათიანი კონცერტით გაიხსნა. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილმა საფესტივალო სივრცემ და გრანდიოზულმა საკონცერტო შოუმ, გუშინ 15 000 ადამიანს უმასპინძლა. რუსთავის მერიის ინიციატივით, ფესტივალის ფარგლებში, კონცერტის დასასრულს, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში ანსამბლ ,,სალხინოს” ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, […]

რუსთავის ცენტრალურ პარკში „ქართულის“ საფესტივალო სივრცე გაიხსნა

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული” დაიწყო. საფესტივალო სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან და საქართველოს პარლამენტში, რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გახსნა. „რუსთავის ცენტრალურ პარკში, სულ რამდენიმე საათში დაიწყება კონცერტი, რომელიც ფესტივალ „ქართულის”გახსნას ეძღვნება. საფესტივალო სივრცე უკვე გახსნილია და 10 დღის განმავლობაში, ყველას შეუძლია გვესტუმროს, დაისვენოს, გაერთოს და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. ფესტივალი […]

ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის ცენტრალურ პარკში 26 აპრილს გაიხსნება

რუსთავში 26 აპრილს, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება. ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება და წელს, მასში, მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მოქმედი 26 ქორეოგრაფიული ანსამბლის 3 000-ზე მეტი მოცეკვავე მიიღებს. ფესტივალის საზეიმო გახსნა, ხვალ გაიმართება, საკონკურსო ნაწილი კი 27 აპრილიდან დაიწყება. კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, 2024 წელს დაარსდა. ფესტივალისათვის ექსკლუზიურად დამზადდა ლოგო და მუსიკა. ,,რუსთავის ფესტივალი […]

26 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” გაიმართება

ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“26 აპრილი – 5 მაისი რუსთავის ცენტრალური პარკი  26 აპრილი 14:00 საათისაფესტივალო სივრცის გახსნა:• ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა• კვების ობიექტები• კალიგრაფიის მასტერკლასი• კერამიკის მასტერკლასი• ხალიჩის ქსოვის მასტერკლასი• ქართული ელემენტებით დამზადებული სამოსის ბრენდების შოურუმები• სამოყვარულო ცეკვის კლუბი  20:00 საათიკონცერტი:• ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალხინო“• „კახაბერი და ხანუმები“  27 აპრილი13:00 საათი• კვების ობიექტები• ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა• თემატური გასართობი […]

რუსთავის მერია დეფიციტური პროფესიების წამახალისებელ პროგრამას ახორციელებს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ,   რუსთავის მერიის და კოლეჯ ,,მოდუსის“ ერთობლივ პროგრამაში ჩართულ  რუსთაველებს, რომლებმაც ,,სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის“ საგანმანათლებლო კურსი გაიარეს,  სერტიფიკატები გადასცა. რუსთავის მერთან ერთად, საგანმანათლებლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ბუსხრიკიძემ და კოლეჯ ,,მოდუსის”დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გადასცეს. ,,რუსთავის მერიის გუნდი […]

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საქმეთა კომიტეტმა რუსთავში სამუშაო შეხვედრა გამართა

რუსთავში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) სამართლებრივ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში, სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი ჩამოყალიბდა. კომიტეტის მიზანი, საკანონმდებლო პროცესებში, ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურად ჩართვა და მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვაა. ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში, სამართლებრივ საქმეთა კომიტეტი დაფუძნდა, რომლის მიზანიცაა, ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტების ჩართულობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების […]

რუსთავში, ზედგენიძის ქუჩაზე, ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნით და მათთან შეთანხმებით დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა, რის გამოც მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ მოძრაობდა. ზედგენიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად ადგილზე გაეცნო. ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაცია […]