პირველად რუსთავში, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო ხაზზე, მუნიციპალური ავტობუსები, ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან (რჩეულიშვილის #10) იმოძრავებენ. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მე-5 მარშრუტის დანიშვნით, რუსთავის მერიამ, სატრანსპორტო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა და რუსთაველების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა შეასრულა. ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად წარადგინა. ,,რუსთავის მერიის გუნდმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა […]
რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. სატრანსპორტო კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის – მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო ტერიტორია 32 000 კვადრატული მეტრია. „რუსთავში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და მერიის […]