ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე ჩვენს ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობებს აძლევს

რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში ხელოვნური ინტელექტის ახალი კურსი გაიხსნა. პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი შეხვდნენ. „რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. დღეს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მათთვის სპეციალური კურსი დავიწყეთ. კარგი ფაქტია ის, რომ ამ კურსისადმი და ზოგადად ციფრული განვითარების სივრცის პროგრამებზე […]

ნინო ლაცაბიძე: იმ პროექტებთან ერთად, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ვახორციელებთ, რუსთავში რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ და მიხარია, რომ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი კარგი ტრადიცია დაუბრუნდება

რუსთავში, რაგბის ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ახალი სტადიონის ბაზაზე, რუსთავში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით, აკადემია დაარსდება. ლომოურის ქუჩაზე, იქ სადაც წლების წინ, რუსთავის პირველი რაგბის სტადიონი იყო, ნინო ლაცაბიძემ, მშენებლობის დაწყების ნიშნად კაფსულა პარლამენტარებთან ირაკლი შატაკიშვილთან და ალექსანდრე დალაქიშვილთან, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ, პარლამენტარ დავით კაჭარავასთან ერთად ჩააგდო. „იმ […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ისტორიულ ციხეზე გრძელდება მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია, სადაც ახალგაზრდების ჩართულობით დღეს ახალი პროექტი დავიწყეთ

რუსთავში შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში სულ ფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება. რუსთაველი ახალგაზრდების ექსპედიციაში ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ პროექტი – „აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“ დაიწყო. პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ისტორიული ციხის ტერიტორიაზე შეხვდა. „რუსთავის ისტორიულ ციხეზე გრძელდება მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია, სადაც ახალგაზრდების ჩართულობით დღეს ახალი პროექტი დავიწყეთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ერთ-ერთ ძველ უბანში, თბილისის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლა დავიწყეთ, ავარიული კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია ავთენტური იერსახის შენარჩუნებით მოხდება

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან ერთად წარუდგინა. პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, ქალაქის მერიის წარმომადგენლები და თბილისის ქუჩის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. „ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებას […]

სს „რუსთავის აზოტის“ საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

სს „რუსთავის აზოტმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე –www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/96d544a2-c661-43fd-b048-c0b3e28d21a0. დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია, სემეკთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ  ქალაქის წყალმომარაგების ფაქტობრივად ისტორიული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ,  რუსთავის  მერიის მიმართვის საფუძველზე გამართულ საჯარო სხდომაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო,  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,  50 000 ლარით დააჯარიმა. სემეკის მიერ  გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად,  კომპანიას შესაბამისი ვადებიც განესაზღვრა. დღევანდელ სხდომას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო […]

რუსთავის ხელოვნების ახალ გალერეაში ლაშა კალანდაძის ექსპოზიცია – ,,ჩემი მეგობარი ქალაქი“ გაიხსნა

რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველი მხატვრის, ლაშა კალანდაძის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით ,,ჩემი მეგობარი ქალაქი”, ახალგაზრდა მხატვარმა მშობლიურ ქალაქს მიუძღვნა. გამოფენის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ,,რუსთავზე შეყვარებული ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გავხსენით დღეს, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების […]

12 სექტემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ,,შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, რუსთავში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში, კონცერტი გაიმართება

12 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ,,შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, რუსთავში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: • დათუნა მგელაძე • სალომე ბაკურაძე • თიკა ბალანჩინი და ბენდი NEW ONE • კახა კუხიანიძე • ალილო

ნინო ლაცაბიძე: კომპანია GWP-ის მხრიდან რუსთავის წყალმომარაგების საკითხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, ჩვენ რეაგირება ყოველთვის გვექნება

რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომა გამართა, რომელზეც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული  რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ იმსჯელეს. სხდომას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ […]