ნინო ლაცაბიძე: კომპანია GWP-ის მხრიდან რუსთავის წყალმომარაგების საკითხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, ჩვენ რეაგირება ყოველთვის გვექნება

რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომა გამართა, რომელზეც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული  რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ იმსჯელეს. სხდომას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ […]