რუსთავის მერია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს მოსახლეობას აცნობს. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკრებულოში წარდგენამდე რუსთავის მერიის სამსახურები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ხვდებიან. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოადგილეებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 700 წარმომადგენელს წარუდგინა. „რუსთავის მერიის გუნდი აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტზე, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარვუდგინოთ საკრებულოს. შეხვედრები […]
რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, ,,კომედიის თეატრალური ფესტივალი” დაიწყო. ფესტივალი, რუსთავის თეატრის სპექტაკლის – ,,ფრინველები” პრემიერით გაიხსნა, რომელიც რუმინელმა რეჟისორმა ანტონელა კორნიჩიმ დადგა. ფესტივალი 10 დღეს გასტანს და 19 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის თეატრის სცენაზე, სპექტაკლებით საქართველოს სხვადასხვა თეატრალური დასები წარსდგებიან. ,,კომედიის თეატრალური ფესტივალის” ფარგლებში, 12 ნოემბერს, 19:00 საათზე, თემაზე – ,,კომედია ქართულ თეატრში”. შეხვედრა გაიმართება თეატრმცოდნე ნიკოლოზ […]
რუსთავის მერია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი ეკოლოგიური პროექტის – ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების მთავარი ეტაპის დაწყებისთვის ემზადება. უწყების ცნობით, ამისთვის 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარე: ჭალის მუხა, ფშატი და თელა უკვე შეძენილია. „ქალაქის ფილტვებად“ წოდებული ტერიტორიის აქტიური განაშენიანების პროცესის დაწყებამდე კი რუსთავის მერიამ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია […]
რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მესხიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, რუსთავში ძალიან მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. როგორც ახალ, ასევე ძველ რუსთავში შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აქტიურდ მიმდინარეობს. მესხიშვილის ქუჩაზე ენერგოეფექტურობის უზრნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა ხდება, რუსთაველის ქუჩაზე კი გამაგრება-რეაბილიტაცია. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უკვე სრულდება და […]
რუსთავში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან ერთად, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და პროექტის დეტალები, მოსახლეობასთან ერთად სამუშაო ფორმატში ადგილზე კიდევ ერთხელ განიხილა. „კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია საკმაოდ რთული პროცესია. პროექტების მიმდინარეობისას, ჩვენ მოქალაქეებთან კომუნიკაცია აქტიურად გვაქვს იქამდე, ვიდრე სამუშაოებს არ დავასრულებთ. დღეს […]