რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველი მხატვრის, ლაშა კალანდაძის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით ,,ჩემი მეგობარი ქალაქი”, ახალგაზრდა მხატვარმა მშობლიურ ქალაქს მიუძღვნა. გამოფენის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ,,რუსთავზე შეყვარებული ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გავხსენით დღეს, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების […]
12 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ,,შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, რუსთავში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: • დათუნა მგელაძე • სალომე ბაკურაძე • თიკა ბალანჩინი და ბენდი NEW ONE • კახა კუხიანიძე • ალილო
რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომა გამართა, რომელზეც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ იმსჯელეს. სხდომას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში […]
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ალტერვეისტის“ მიერ, ა/წ 13 აგვისტოს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, სკრინინგის ანგარიშთან ერთად. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია და თანდართული დოკუმენტაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, […]
მთავრობის განკარგულება დანართი
რუსთავმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ინსპირაციულ ახალგაზრდულ შეკრებას უმასპინძლა
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავმა ინსპირაციულ ახალგაზრდულ შეკრებას უმასპინძლა. შეხვედრა პროფესიული კოლეჯის -,,მოდუსი” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. რუსთაველ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ 200-მდე ახალგაზრდას, ახალგაზრდების დღე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა მიულოცეს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა […]
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების მემორიალი, დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებმა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა. 2008 წლის აგვისტოს ომში, ექვსი რუსთაველი ჯარისკაცი: კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი, […]