სს „რუსთავის აზოტის“ საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

სს „რუსთავის აზოტმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე –www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/96d544a2-c661-43fd-b048-c0b3e28d21a0. დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია, სემეკთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ  ქალაქის წყალმომარაგების ფაქტობრივად ისტორიული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ,  რუსთავის  მერიის მიმართვის საფუძველზე გამართულ საჯარო სხდომაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო,  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,  50 000 ლარით დააჯარიმა. სემეკის მიერ  გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად,  კომპანიას შესაბამისი ვადებიც განესაზღვრა. დღევანდელ სხდომას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო […]

რუსთავის ხელოვნების ახალ გალერეაში ლაშა კალანდაძის ექსპოზიცია – ,,ჩემი მეგობარი ქალაქი“ გაიხსნა

რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველი მხატვრის, ლაშა კალანდაძის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით ,,ჩემი მეგობარი ქალაქი”, ახალგაზრდა მხატვარმა მშობლიურ ქალაქს მიუძღვნა. გამოფენის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ,,რუსთავზე შეყვარებული ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გავხსენით დღეს, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების […]

12 სექტემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ,,შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, რუსთავში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში, კონცერტი გაიმართება

12 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ,,შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, რუსთავში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: • დათუნა მგელაძე • სალომე ბაკურაძე • თიკა ბალანჩინი და ბენდი NEW ONE • კახა კუხიანიძე • ალილო

ნინო ლაცაბიძე: კომპანია GWP-ის მხრიდან რუსთავის წყალმომარაგების საკითხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, ჩვენ რეაგირება ყოველთვის გვექნება

რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომა გამართა, რომელზეც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული  რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ იმსჯელეს. სხდომას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ […]

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში […]

შპს „ალტერვეისტის“ მიერ, 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ალტერვეისტის“ მიერ, ა/წ 13 აგვისტოს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, სკრინინგის ანგარიშთან ერთად. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია და თანდართული დოკუმენტაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, […]