რუსთავში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ძირითადი ნაწილი დასრულდა. რეაბილიტირებული და სრულად გამაგრებულია თბილისის ქუჩის #4, #16 და #20 ავარიული საცხოვრებელი კორპუსები. ამ ეტაპზე კი, თბილისის ქუჩის შუაგამყოფი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ […]