რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით განახლდა ფალიაშვილის სახელობის ქუჩაზე და პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები, კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად […]