რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს

რუსთავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის რეფორმას აგრძელებს. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, აღნიშნული სიახლე „მუნიციპალური ავტობუსების საწარმოს” თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ქალაქის მერმა გზების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. „რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს შევხვდით და გავაცანით დაზღვევასთან დაკავშირებული სიახლე, […]

ნინო ლაცაბიძე – შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, ჩვენს მოსახლეობას და მუნიციპალიტეტს შორის, შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან 

რუსთავის მერია კიდევ ერთ ახალგაზრდულ პროექტს – „,მერის ახალგაზრდა წარმომადგენლები”  იწყებს. პროექტი, ქალაქის განვითარებაში და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, კიდევ უდრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას და თანამედროვე  მუნიციპალური სერვისების დანერგვას ისახავს მიზნად. პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები, სპეციალურ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან. მათგან ყველაზე მოტივირებულები კი მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით,  რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ […]

1 მაისს, რუსთავში სტუდენტური ფესტივალი-2026 გაიხსნება

1 მაისს, რუსთავში სტუდენტური ფესტივალი-2026 გაიხსნება Რუსთავის სპორტის სასახლე 11:00 – სპორტული აქტივობები რუსთავის სპორტის სასახლეში 18:00 – სტუდენტური ფესტივალი-2026-ის მონაწილე უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა 20:00 – ფესტივალის გახსნა რუსთავის ცენტრალურ პარკში 20:30 – ჯგუფი ,,ურსას” სოლო კონცერტი 22:30 – დიჯეი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე იწყება. თოდრია-მარჯანიშვილის ქუჩების კვეთიდან, სანაპიროს ქუჩამდე საგზაო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო და პროექტის მიხედვით წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაც იგეგმება. „რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ. დღეისათვის, ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს გზების სისტემური მოწესრიგება. მიმდინარეობს როგორც გზის ახალი საფარის, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე სივრცეების განვითარება. […]

რუსთავის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით ქალაქის რამდენიმე უბანი გამწვანდება

რუსთავში გამწვანების მასშტაბური აქციები მოეწყობა. ამისთვის, ქალაქს ხე-მცენარეების საკუთარი რესურსი აქვს, რომელიც ,,რუსთავსერვის ცენტრის” სანერგე მეურნეობაშია დაკალმებული და გაზრდილი. რუსთავის სანერგე მეურნეობა, ქალაქის გარეუბანში, ბუნებრივ ჭალაში 2 ჰექტარზეა გაშენებული და აბსოლუტურად მწვანე ლანდშაფტს ქმნის. სანერგეში 64 სხვადასხვა სახეობის, 7000 ათასამდე ხე-მცენარეა. „ეკოლოგია რუსთავის ისტორიული პრობლემაა, ამ გამოწვევის დასაძლევად, აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად, მაგრამ […]

რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პარალელურად, უახლოეს პერიოდში ცენტრალურ, შიდაკვარტალურ გზებზე და ეზოებში არსებული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციაც დაიწყება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სანაპიროს ქუჩის პროექტის მიმდინარეობას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაეცნო. „ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აქტიურად ვაგრძელებთ. ცენტრალურ, შიდაკვარტალურ […]

ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

რუსთავის მერიის გუნდი, კიდევ ერთ მასშტაბურ კულტურულ პროექტზე – ხელოვნების მულტიპროფილური სასახლის კონცეფციაზე მუშაობს. პროექტი, რუსთავის სამუსიკო სკოლების პედაგოგებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად წარუდგინეს. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, 5700 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობა, ქალაქის 3 სამუსიკო სკოლას, 350 […]

ნინო ლაცაბიძე: პროექტ „ხელოვნების ბაღის“ მიზანი, ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა

რუსთავში, კლდიაშვილის სახელობის სკვერში, მრავალფუნქციური სივრცე – „ხელოვნების ბაღი“ გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის, გამოფენის და რეალიზების შესაძლებლობა უსასყიდლოდ აქვთ. რუსთავის მერიის ახალი პროექტის – „ხელოვნების ბაღი“ მიზანი, ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა, მათი ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაა. რუსთავის მერიამ ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ […]

ნინო ლაცაბიძე: დღეს თითოეულ რუსთაველს გვაქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ჭალის ტყის ისტორია და აღვადგინოთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, რომელსაც ქალაქის ფილტვებს ვუწოდებთ

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდინარე წლის გაზაფხული რუსთავში ეკოლოგიური აქციებით იქნება დატვირთული, აპრილ-მაისიდან დაგეგმილი მწვანე პროექტებიდან კი ყველაზე მასშტაბური – რუსთავის ჭალის ტყეებია. ქალაქის ფილტვებად წოდებული ჭალის ტყეების განაშენიანების პროექტი, რომელიც 320 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია და დღეიდან, აქტიურ ფაზაში შევიდა. პირველ ეტაპზე, ჭალის ტყეში […]