7 ოქტომბერს, რუსთავის პარკში, მუსიკალური ღონისძიება ,,ღამის სერენადები” გაიმართება

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთავის ცენტრალური პარკის ამფითეატრში, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით – ,,ღამის სერენადები” გაიმართება.

კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

დასწრება თავისუფალია

წინა „გამომცემლობა პალიტრა L“-ის ორგანიზებით, რუსთავში, 4-5 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე ,,მაკულიტერატურის” აქცია გაიმართება