რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, ,,კომედიის თეატრალური ფესტივალი” დაიწყო.
ფესტივალი, რუსთავის თეატრის სპექტაკლის – ,,ფრინველები” პრემიერით გაიხსნა, რომელიც რუმინელმა რეჟისორმა ანტონელა კორნიჩიმ დადგა.
ფესტივალი 10 დღეს გასტანს და 19 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის თეატრის სცენაზე, სპექტაკლებით საქართველოს სხვადასხვა თეატრალური დასები წარსდგებიან.
,,კომედიის თეატრალური ფესტივალის” ფარგლებში, 12 ნოემბერს, 19:00 საათზე, თემაზე – ,,კომედია ქართულ თეატრში”. შეხვედრა გაიმართება თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძესთან.
