ნინო ლაცაბიძემ, ლიეტუვის ელჩს და ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს რუსთავში განხორციელებული რეფორმები გააცნო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ  ლიეტუვის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას და ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს, რობერტ დუხნევიჩს, რუსთავის მერიის  მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული  და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს და ლიეტუვის ელჩს, ნინო ლაცაბიძე მოადგილე კახა გურულთან ერთად, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში შეხვდა.

ქალაქის მერმა სტუმრებს, რუსთავში, ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგები გაცნო და სერვისების გაუმჯობესების მიზნით დანერგილ სიახლეებზე და პროექტებზე ესაუბრა.

,,ლიეტუვის ელჩთან საქართველოში, ბატონ ენდრიუსთან გამართულ პირველ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებდით. დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელსაც ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა.  ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენს ქალაქებს გამოწვევების სახით აქვს, ასევე ერთმანეთს რეფორმების განხორციელების კუთხით არსებული გამოცდილება გავუზიარეთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თავის მხრივ,  რობერტ დუხნევიჩმა,  ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის შესახებ მიაწოდა რუსთავის მერს დეტალური ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

,,ლიეტუვასა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურ დონეზეც განვავითაროთ ეს ურთიერთობები. მოხარული ვარ, რომ რუსთავში ასეთ თანამედროვე და გახსნილ მერს შევხვდი. ვისაუბრეთ სერვისების გაუმჯობესებაზე, კულტურაზე და და იმ საერთო მიმართულებებზე, რომელზეც მომავალში თანამშრომლობაა შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში, კი ჩვენი გუნდი შეიმუშავებს ამ ურთიერთთანამშრომლობის გეგმას”, – განაცხადა ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერმა  რობერტ დუხნევიჩმა.

 

წინა ნინო ლაცაბიძე – რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგსაც უახლოეს დღეებში ყველა ერთად ვნახავთ