რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი – 2026“ იხსნება

11 და 12 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში, „ოქსიგენ-ფესტი- 2026“ გაიმართება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივლისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება. „ხმაური სიხარულისთვის“ – ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი, რუსთავის სკოლების 2026 წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213 წარმატებული ახალგაზრდა გაივლის, რომლებსაც ტრადიციულად რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსორების მიერ მომზადებული უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. „ოქსიგენ-ფესტის“ საფესტივალო სივრცე 11 ივლისს ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს უმასპინძლებს.

12 ივლისს კი „ოქსიგენის“ სცენას ჯგუფი „რეგიონი“, „შერეკილები“, „ჯეობით პროდაქშენი და მეგობრები“, „პაპანუსი“ და „ალუზია“ დაიკავებენ.

„ოქსიგენ-ფესტი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ფესტივალის თანაორგანიზატორები „ოქსიგენ-ფესტი“ შემოქმედებითი ჯგუფი და რუსთავის მერია არიან. მუსიკალური ფესტივალის მთავარი სპონსორი – „აზოტი ინდორამა“.

 

წინა რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სტიპენდია დაუნიშნა