ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ლაშა ბუსხრიკიძე

ელ.ფოსტა: lasha.buskhrikidze@rustavi.gov.ge 


სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკუთარი დებულებით. კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების და ბავშვთა დაცვის-მხარდაჭერის მიზნით წინადადებების შემუშავება;
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; მათი განხორციელების პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების კოორდინაცია;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
  • უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების წარდგენა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოსთან;
  • კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან;
  • ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
  • „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სოციალური მუშაობის კოორდინაცია და ადმინისტრირება.

ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალური მხარდაჭერის  სამსახურის სტრუქტურა

პროგრამები