ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ა(ა)იპ “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი”

ა(ა)იპ “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ეპიდემიური ზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებებს.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი;
  • იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) -ს რგოლთან ერთად, განხორციელების ხელშეწყობა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
  • იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა -იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის გამართული მუშაობის კოორდინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის დამხმარე ზედამხედველობა;
  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების მიერ სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა. პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას (აღრიცხვა-რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადამდები დაავადებების გამოვლენა, მათზე ეჭვის მიტანა ან ეპიდაფეთქება);
  • ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირების, ავადობის გრძელ და მოკლე ვადიანი პროგნოზირების მიზნით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაწილეობით მოსახლეობისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის;
  • ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
  •  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა. პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა, გამრავლების ადგილების პასპორტიზაცია, პროფილაქტიკური მკურნალობის ორგანიზება;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება წელიწადში ერთხელ, დარღვევების რეგისტრაცია
    ელექტრონულ ბაზებში და ყოველკვარტალური ინფორმაციის მოწოდება დადგენილი წესით;
  • „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ეპიდზედამხედველობის კომპონენტის განხორციელება, ასევე „ტუბერკულოზის კონტროლის“ კანონით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრებისათვის განსაზღვრული
    ვალდებულებების შესრულება;
  • “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების (სკრინინგი) მხარდაჭერა მოსახლეობის ინფორმირებულობის და მობილიზაციის გზით.
  • სამოქმედო ტერიტორიაზე საწარმოების, დაწესებულებების, მათ შორის საკურორტო/სარეკრეაციო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ცალკეული მოქალაქეების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულებაზე მეთვალყურეობა. საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური შეტყობინებების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის;
  • ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა საწინააღმდეგო სამედიცინო- პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების, კერების ეპიდემიოლოგიური შესწავლა- მონიტორინგის, სანიტარიულ-პროფილაქტიკური სამუშაოების (დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია, კონტაქტირებულთა ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის კლინიკური ნიმუშებისა და გარემო ობიექტების მასალის აღება) ორგანიზების ხელშეწყობა.