ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრი”
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონების (მიწა, ტყე, სხვა მწვანე საფარი, წყალი და სხვა…) (შემდგომში – ადგილობრივი ქონება) მოვლა–პატრონობის უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუთავება და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთის, მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენებისა და დაგვა-დასუფთავების შედეგად მოგროვებული მასის, ასევე მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება-გატანა;
- სანიტარული დასუფთავება და უსაფრთხო ეპიდგარემოს უზრუნველყოფა;
- ქალაქის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და დეზინსექცია-დერატიზაციის ორგანიზება;
- ნაგვის ურნების მოვლა-პატრონობა, რესტავრაცია-შეკეთება;
- დასუფთავების მომსახურების სახეობებისა და ნაირსახეობის შემადგენლობის განსაზღვრა და დასუფთავების გეგმის, შესაბამისი ბაზების შემუშავება;
- გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა–პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა;
- გარე-განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა (მორწყვა, გასუფთავება), სკვერებისა და პარკების გასარწყავების მოწყობის უზრუნველყოფა;
- სასათბურე-სანერგე მეურნეობის შექმნა და მოვლა-პატრონობა;
- სანიაღვრე სისტემების მოვლა-პატრონობა;
- ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული დაზიანებული სკამების აღდგენა-შეკეთება;
- ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მონიტორების მოვლა-პატრონობა;
- ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შუა გამყოფი ზოლების, ტროტუარებისა და სკვერების, ასევე შადრევნების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია;
- ქუჩებისა და სავალი ნაწილების დახაზვა;
- შუქნიშნების რეაბილიტაცია და გამართული მომსახურების უზრუნველყოფა;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის ინფრასტრუქტურის (ბორდიურების, გზის საფარის მცირე მონაკვეთების, დეკორატიული ღობეების, მოაჯირების, სკვერების, მოედნების და სხვა მუნიციპალური საკუთრების) კეთილმოწყობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- ძეგლების, სკულპტურების, ხელოვნების ნიმუშების და სხვა დიდი ზომის მოწყობილობების მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ღონისძიებების გატარება (გადატანა, დასაწყოება, მონტაჟი და სხვა).
- საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილკენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა), ადგილწარმოშობისცნობის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.