ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს

რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა. ახალგაზრდები პარლამენტის საქმიანობას გაეცნენ და კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. პლენარულ სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. […]

სპექტაკლის ,,სოლომონ მორბელაძე” პრემიერა რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

მიმდინარე წლის 3 და 4 აპრილს, 20:00 სააათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, ქართველი კლასიკოსის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „სოლომან მორბელაძე“ პრემიერა გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/

სპექტაკლი ,,ელექტრიკოსი” რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

მიმდინარე წლის 5 აპრილს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, სპექტაკლი ,,ელექტრიკოსი” გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/

სპექტაკლი ,,ვარსკვლავთბიჭუნა” რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

მიმდინარე წლის 4 და 5 აპრილს, 15:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – ,,ვარსკვლავთბიჭუნა” პრემიერა გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/

სპექტაკლის ,,სამი და” პრემიერა რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

19 და 24 აპრილს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ მუნიციპალურ თეატრში, სპექტაკლის ,,სამი და” პრემიერა გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/

ნინო ლაცაბიძე: სპორტის ხელშეწყობა და განვითარება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსთავის სპორტის სასახლეში, ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურის მატჩები დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ავსტრიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა რეხვიაშვილმა, ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. „ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს რუსთაველები, ჩვენს სპორტის […]

ჩვენ გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში, წყალმომარაგების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერია  და  საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია,  რუსთავის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების ერთობლივ მონიტორინგს აგრძელებენ. კომპანია GWP-იმ  ხრამი-რუსთავის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი დაიწყო. პროექტი 1 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს. ნინო ლაცაბიძე და დავით ნარმანია,  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და კომპანია GWP-ის  წარმომადგენლებთან ერთად,  სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ,,ჩვენ გვაქვს მიზანი […]

რუსთავის სპორტის სასახლეში, 27-29 მარტს, ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტური გაიმართება 18 წლამდელ გოგონათა შორის

რუსთავის სპორტის სასახლე, 27-29 მარტს, ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურს უმასპინძლებს 18 წლამდელ გოგონათა შორის. საქართველოს U18 გოგონათა ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე, ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩების განრიგი: 27 მარტი, 19:00 – საქართველო vs ავსტრია 28 მარტი, 19:00 – საქართველო vs გერმანია 29 მარტი, 19:00 – საქართველო vs საფრანგეთი მობრძანდით რუსთავის […]

სპექტაკლის ,,სამი და” პრემიერა რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

27 და 28 მარტს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ მუნიციპალურ თეატრში, სპექტაკლის ,,სამი და” პრემიერა გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/1Ci97f5izk/  

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენერალურ გეგმასა და განაშენიანების გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №3826079566-05 20.03.2026წ. განცხადებით მომართა  შპს “გრეკო რუსთავი”-ს (405679840), თინა ხარაზიშვილის (პ/ნ: 12002001568), ჩიტო კენკებაშვილის (პ/ნ 22001010879) და შპს “რუსთაველი ჯგუფი”-ს (ს/ნ 404553693) წარმომადგენელმა ლუკა ჩაკვეტაძემ (პ/ნ 01001087536). წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.03.04.608, 02.03.04.002, 02.03.04.317, 02.03.04.553) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების შესაძლებლობის […]