რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. დასკვნითი ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ, მაღალი არტერიული წნევის მართვისა და პრევენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სკრინინგის აქცია. ასევე, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიისა და მაღალი არტერიული […]
რუსთავის მერია კიდევ ერთი ისტორიული შენობის – გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის სრულ რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტირება უკვე დასრულებულია და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მალე გამოცხადდება. პროექტის დეტალები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი შატაკიშვილთან და ალექსანდრე დალაქიშვილმა ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე განიხილა. ,,კულტურის სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შევეცადეთ ყოფილიყო იმგვარი, რომ […]
რუსთავის მერია, მეგობრობის გამზირზე არსებული ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს, რითაც მოსახლეობისთვის მიცემულ კიდევ ერთ დაპირებას ასრულებს. მწვანე სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები, რუსთაველებს ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა გააცნეს. პროექტის თანახმად, 4300 კვ/მ ტერიტორიაზე, ახალი საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცე, დასასვენებელი ზონები და შადრევანი მოეწყობა. ,,ჩვენი გუნდი ვასრულებთ მოსახლეობისთვის მიცემულ […]
რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 14 ქანდაკებიდან ერთ-ერთი სკულპტურა, ქალაქის ახლადრეაბილიტირებული ცენტრალური ხიდის დასაწყისში, ღია საგამოფენო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. ქანდაკება, სახელწოდებით – ,,ცეკვა ქართან ერთად”, ბულგარელი სკულპტორის – ზდრავკო ზდრავკოვის ნამუშევარია. ქანდაკების მონტაჟის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. ,,წელს ჩვენმა გუნდმა რუსთავის ძალიან ლამაზი […]
რუსთავში, მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს. პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გააცნეს. ,,მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობას ვიწყებთ. პროექტი, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი […]
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში, კონცერტით დასრულდა. რუსთავის პარკში, მაყურებლის წინაშე Tika Balanchine & New One წარდგნენ. კონცერტის მიმდინარეობისას, სცენაზე ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსთაველი სპორტსმენი ლაშა გურული და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი მიიწვიეს. რუსთაველ ოლიმპიელებს, რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო 10 000 -10 000 ლარი გადასცა. […]